Accessibility links

logo-print

მოსკოვის სასამართლომ ხოდორკოვსკის განაჩენს ერთი წელი ჩამოაკლო


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ განიხილა მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ შეტანილი სარჩელი და იუკოსის ყოფილ მფლობელებს მეორე საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამატყუნებელი განაჩენი მხოლოდ ერთი წლით შეუმცირა. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს წინ ხოდორკოვსკისა და ლებედევის 20-მდე მხარდამჭერი იმყოფებოდა.გასული წლის 30 დეკემბერს, ხოდროკოვსკისა და ლებედევს, რომლებიც საპატიმროში 8 წლის ვადით იმყოფებოდნენ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით, ხამოვნიკის სასამართლომ კიდევ 13 წლით პატიმრობა დაუმატა ნავთობის დატაცებისა და უკანონო შემოსვალების ლეგალიზების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG