Accessibility links

logo-print

რუსეთი ბელორუსიას უახლეს სამხედრო ტექნიკას მიაწვდის


რუსეთი ბელორუსიას უახლეს ს-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ტრიუმფს“ მიაწვდის. ამის თაობაზე რუსული ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსი“ სახელმწიფო მდივან პაველ ბოროდინზე დაყრდნობით იუწყება. მინსკში ხვალ შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა იმართება. როგორც სააგენტო იუწყება, რუსეთის ნაბიჯი იქნება პასუხი შეერთებული შტატების მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე განათავსოს ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტები რუმინეთში. ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი გამოვიდეს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებიდან, თუკი ვაშინგტონი ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ფორსირებას მოახდენს.
XS
SM
MD
LG