Accessibility links

იულია ტიმოშენკომ გენერალური პროკურატურა დატოვა


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაკითხვა პროკურატურაში 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პერიოდში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიმოშენკო დააპატიმრეს. როგორც ტიმოშენკომ აღნიშნა, გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების შესახებ მართლაც იყო მიღებული, თუმცა მისი მომხრეების პროტეტის შედეგად პროკურორებმა გადაწყვეტილება შეიცვალა. უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა სამშაბათს საღამოს განაცხადეს, რომ დასრულდა ტიმოშენკოს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება რუსულ-უკრაინულ კონტაქტებზე. ტიმოშენკოს თქმით, ოთხშაბათისათვის იგი კვლავ დაიბარეს პროკურატურაში, სადაც მას საქმის მასალებს გააცნობენ.
XS
SM
MD
LG