Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესში გამოვიდა


ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არასოდეს იტყვის უარს პალესტინელებთან მშვიდობის დამყარების მცდელობაზე და მზად არის „მტკივნეულ კომპრომისებზე“ წასასვლელად, რათა მიზანს მიაღწიოს. ამ შინაარსის განცხადება ნეთანიაჰუმ გააკეთა აშშ-ის კონგრესის წინაშე გამოსვლისას. მისივე თქმით, ისრაელი ვერ დაბრუნდება „დაუცველ“ საზღვრებზე, რომლებიც 1967 წლამდე არსებობდა და რომელთა შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბოლოხანს განაცხადა, რომ ისინი უნდა იქნეს განხილული ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების საფუძვლად. ნეთანიაჰუმ აღნიშნა აგრეთვე, რომ ისრაელი უარს ამბობს მის ტერიტორიაზე მილიონობით პალესტინელი ლტოლვილის დაბრუნებაზე და მიაჩნია, რომ იერუსალიმი, რომელზეც ორივე მხარე აცხადებს პრეტენზიას, „უნდა დარჩეს ისრაელის გაერთიანებული დედაქალაქი“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს მოუწოდა, „დახიოს“ ექსტრემისტულ ორგანიზაცია ჰამასთან ბოლოხანს გაფორმებული შეთანხმება. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მშვიდობას ვერ დაამყარებს ჯგუფთან, რომელიც არ აღიარებს ისრაელის არსებობის უფლებას.
XS
SM
MD
LG