Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ამკაცრებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ


შეერთებული შტატების განცხადებით, ის სანქციებს უწესებს შვიდ უცხოურ უომპანიას, მათ შორის ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას, ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში. სანქციების შესახებ დღეს გააკეთა განცხადება სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგმა. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა აგრეთვე, რომ დამატებით სანქციებს მიმართავს ჩინეთის, სირიის, ირანის, ბელორუსიის წარმომადგენელი 16 კომპანიისა და კერძო პირის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ბირთვული ტექნოლოგიის გავრცელებას ირანის, ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეის სასარგებლოდ. ორშაბათს ევროკავშირმა გაამკაცრა სანქციები ირანის წინააღმდეგ, როცა 100 ფირმა დაამატა შავ სიას, რომელში შეყვანილებსაც საბანკო ანგერიშები გაუყინეს.
XS
SM
MD
LG