Accessibility links

ბარაკ ობამა დევიდ კემერონს შეხვდება


დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის მოლაპარაკებები გაიმართება. მოსალოდნელია, რომ საუბრის ძირითადი თემა ლიბიაში განვითარებული მოვლენები იქნება. ობამა, რომელიც დიდ ბრიტანეთს ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს, დღესვე მოხსენებით ვესტმისტერის სასახლეში გამოვა. მოხსენებაში საუბარი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ლიდერი სახელმწიფოების თანამშრომლობის აუცილებლობაზე გლობალური უსაფრთხოების საკითხებში.
XS
SM
MD
LG