Accessibility links

logo-print

ვულკანურმა ღრუბელმა გერმანიას მიაღწია


ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის ღრუბელმა დღეს გერმანიას მიაღწია და კიდევ უფრო შეაფერხა საჰაერო მიმოსვლა. გერმანიის ხელისუფლებამ დახურა ჰამბურგისა და ბრემენის აეროპორტები. მოელიან, რომ დაიხურება ასევე ბერლინის აეროპორტი. საავიაციო კომპანია „ლუფტჰანზას“ წარმომადგენლობის ცნობით, ის გააუქმებს 150 რეისს. საერთო ჯამში კი ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის ღრუბლის გავრცელების გამო ევროპაში 500-მდე რეისი გადაიდო.
XS
SM
MD
LG