Accessibility links

logo-print

თალიბებმა ნურისტანის პროვინციაზე კონტროლი დაამყარეს


ავღანეთის აღმოსავლეთ ნურისტანის პროვინციის მმართველმა განაცხადა, რომ თალიბების მებრძოლებმა თითქმის სრულად დაუქვემდებარეს კონტროლს ადგილობრივი სამთავრობო უწყებები მთიან რაიონში. ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელმა ჯამალუდინ ბადარმა თქვა, რომ თალიბებმა კონტროლი დაამყარეს დუაბის ოლქზე, სადაც რამდენიმე კვირის მანძილზე გრძელდებოდა შეტაკებები. ნურისტანში არ იმყოფება არც ნატოს და არც ავღანეთის არმიის ქვედანაყოფები. იქ არის მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული პოლიცია, მაშინ როცა თალიბი მებრძოლები მძიმე შეიარაღებას, ყუმბარსატყორცნებსა და ნაღმსატყორცნებს იყენებენ. ბადარის თქმით, ბრძოლებში 8 თალიბი და სამი პოლიციელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG