Accessibility links

logo-print

ხოდორკოვსკი და ლებედევი „სინდისის პატიმრებად“ აღიარეს


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენლმა“ მიხაილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი „სინდისის პატიმრებად“ აღიარა. ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 24 მაისს, თითქმის უცვლელად დატოვა ძალაში ხამოვნიკის სასამართლოს ვერდიქტი, რომელმაც დამატებით კიდევ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა კომპანია „იუკოსის“ ყოფილ ხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG