Accessibility links

logo-print

ცხინვალში დააკავეს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი - ეს ინფორმაცია დღეს გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა. ის დაკავებულის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს. ამავე კომიტეტის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სახელმწიფო ღალატის ნიშნების შემცველი დანაშაულის მუხლით.
XS
SM
MD
LG