Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა


სახალხო კრების ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად დატოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია და საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან განაგრძეს. კრების წარმომადგენლებმა დაიკავეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმისთვის გამზადებული სცენა, საიდანაც აქციის მონაწილეებს მიმართა ნინო ბურჯანაძემ. მისი განცხადებით, სახალხო კრების მიერ თბილისის მერიისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაც. ”ჩვენ არ ვარღვევთ კანონს, პარლამენტთან აქციის გაგრძელების, ან თავისუფლების მოედანზე გადანაცვლების გადაწყვეტილებას კი, ხალხთან ერთად მივიღებთ”- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
XS
SM
MD
LG