Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფიზე ზეწოლა არ შენელდება


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა პირობა დადეს, რომ ლიბიის ლიდერ მოამარ კადაფიზე ზეწოლა არ შენელდება. ორივე ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს კადაფის გადადგომისაკენ. ბარაკ ობამას განცხადებით, საფრანგეთში 26 მაისს დადეგმილ დიდი რვიანის სამიტზე იგი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს. კამერონის თქმით, იგი შეეცდება სამიტზე გაიტანოს პროგრამა, რომელიც „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული სახალხო მღელვარების „ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას“ ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG