Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი მინისტრის კანდიდატურა ლიდერობს სსფ-ის დირექტორის პოსტზე


საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, კრისტინ ლაგარდმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის პოსტზე. ამის თაობაზე ლაგარდმა პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მიიჩნევენ, რომ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. უფრო ადრე ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა გააკრიტიკეს სსფ-ში არსებული ტრადიცია. დღემდე ფონდს მხოლოდ ევროპის ქვეყნების წარმოამდგენლები ხელმძღვანელობენ. ზემოხსენებული ქვეყნების განცხადებით, აღნიშნული მიდგომა არ შეესაბამება დრევანდელ ეკონომიკურ რეალობას.
XS
SM
MD
LG