Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ არ გამოიყენოს ძალა


საქართველოს „ლეიბორისტული პარტია" და „თავისუფლების პარტია მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ გაბედოს , - ეს ორი პარტიის მიერ ცალ-ცალკე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ლეიბორისტული პარტია" ასევე მოუწოდებს ხლისუფლებას, გადადოს ე.წ. სამხედრო აღლუმიც, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციის დაპატიმრებული მონაწილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ლეიბორისტების" აზრით, პროცესი მძიმე სცენარით განვითარდება, რაზეც პასუხისმგებლობა პირადად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაეკისრება. პარტია "თავისუფალი საქართველო" მოუწოდებს ოპოზიციურ სპექტრს და დიპლომატიურ კორპუსს, წინ აღუდგნენ 25 მაისის ღამეს მოსალოდნელ დარბევას. „თავისუფალი საქართველო" 25 მაისის საღამოდან "სახალხო კრების" საპროტესტო აქციას შეუერთდება. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, "თავისუფალი საქართველო" აქციაზე იქნება მანამ, ვიდრე დარბევის საფრთხე რეალურად იარსებებს.
XS
SM
MD
LG