Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზია მიუმხრობელთა მოძრაობის კონფერენციას მასპინძლობს


მიუმხრობელი ქვეყნების მე-16 მინისტერიალი
მიუმხრობელი ქვეყნების მე-16 მინისტერიალი
აზერბაიჯანი და ფიჯი მიუერთდებიან მიუმხრობელი ქვეყნების ორგანიზაციას, რომელიც დაარსების 50-ე წლისთავს აღნიშნავს. ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დღეს დაიწყო მე-16 მინისტერიალი, რომელსაც მიუმხრობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.
ჩვენ დავიწყეთ ევროპაში ინტეგრაციის პროცესი და მას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ,.მაგრამ ამ მიზნისაკენ სვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს გავხდეთ ნატოს ანდა რომელიმე ორგანიზაციის წევრი...

აზერბაიჯანელი ანალიტოკოსების და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიუმხრობელი ქვეყნების ორგანიზაციაში ქვეყნის გაერთიანება ხდება მაშინ, როდესაც გაუარესდა ურთიერთობა ევროკავშირთან ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მრავალგზის ხელყოფის გამო, თუმცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ელხან პოლუხოვი ამბობს, რომ მიუმხრობელ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში გაწევრიანება არ ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ევროპულ მისწრაფებებს:

„ჩვენ დავიწყეთ ევროპაში ინტეგრაციის პროცესი და მას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ,.მაგრამ ამ მიზნისაკენ სვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს გავხდეთ ნატოს ანდა რომელიმე ორგანიზაციის წევრი. ინტეგრაცია არ ნიშნავს წევრობას. თანამშრომლობა გაგრძელდება როგორც ნატოსთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრით.“

თუმცა ამ აზრს არ იზიარებს აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ლიდერი ალი კარიმლი, რომელიც ფიქრობს, რომ მიუმხრობელი ქვეყნების ორგანიზაციაში გაწევრიანება ასუსტებს აზერბაიჯანის უსაფრთხოებას, რადგან იგი დაკარგავს უსაფრთხოების გარანტიებს თურქეთისა და ნატოსგან:
ალი კარიმლი

„არ არის შემთხვევითი, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე საჯარო საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 მაისს ევროკავშირის პარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია. ამიტომ აზერბაიჯანმა წამოიწყო არაოფიციალური ცივი ომი დასავლეთთან. სამთავრობო გაზეთები ავსებულია ანტიდასავლური სტატიებით.“

ასეა თუ ისე, აზერბაიჯანი ფიჯისთან ერთად მიღებული იქნება მიუმხრობელი ქვეყნების გაერთიანებაში, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ინდონეზია მასპინძლობს. 118 ქვეყნისგან შემდგარი გაერთიანება 1961 წელს - გაგანია „ცივი ომის“ დროს - დაარსდა როგორც სოლიდარობის მოძრაობა განვითარებადი ქვეყნებისა, რომლებიც არც საბჭოთა კავშირს ემხრობოდნენ და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG