Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შენობის წინ მიტინგი სპეცრაზმმა დაშალა


თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე გამართული საპროტესტო აქცია, დღეს, ნაშუაღამევს, სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა. მანამდე, თბილისის მერიამ "სახალხო კრების" ლიდერებს ოფიციალურად, წერილობით აცნობა იმის შესახებ, რომ 25 მაისის 24:00 სთ-ზე მათ აქციების გასამართად გაცემული ნებართვის ვადა ამოეწურათ და ამასთან დაკავშირებით დაშლისკენ მოუწოდა. ტერიტორია აქციის მონაწილეთა მიერ ხერგილებით იყო გადაკეტილი. სამართალდამცველების მიერ მიტინგის დაშლამდე, შეკრებილებს კიდევ ერთხელ მიმართა ნინო ბურჯანაძემ და თავიანთი უფლებების ”შიშველი ხელებით” დაცვისკენ მოუწოდა. სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ასევე ცრემლმდენი გაზი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. საქართველოს ტელეარხების მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანდნენ დაკავებულები.
XS
SM
MD
LG