Accessibility links

ჰილარი კლინტონმა საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სახელით, სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტიონმა საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მილოცა და საუკუთესო სურვილები გადასაცა. ორმა ქვეყანამ, მისი თქმით, ქმედითი ურთიერთობა დაამყარა, რომელიც საერთო ფასეულობებს და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება. აშშ-ი ემხრობა საქართველოს ტრიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეხმარება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ნათქვამია მილოცვის ტექსტში. კლინტონის განცხადებით, ორი ქვეყანა ერთად იღწვიან მსოფლიოში თავისუფლებისთვის. სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში გასაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია და განაცხადა, რომ იქ ორი ქვეყნის ჯარი მხარდამხარ იბრძვის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავზე, წაიკითხავთ განცხადებაში, „ჩვენ ვზეიმობთ ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს შორის კავშირს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ინტერესს, ეს ურთიერთობა გაფართოვდეს და გაღრმავდეს. ჰილარი კლინტონმა მთელ მსოფლიოში ყველა ქართველს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
XS
SM
MD
LG