Accessibility links

logo-print

ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლისას ორი ადამიანი დაიღუპა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აქციის დაშლისას დაიღუპა ორი ადამიანი - პოლიციის თანამშრომელი ვლადიმერ მასურაშვილი და აქციაზე მყოფი ყოფილი პოლიციელი, ნოდარ ცხადაძე. შოთა უტიაშვილის თქმით, ორივე ცხედარი ერთმანეთის სიახლოვეს არის ნაპოვნი და ნოდარ ცხადაძე, სავარაუდოდ, "იმ ავადსახსენებელ ესკორტს ემსხვერპლა, რომელსაც - ვლადიმერ მასურაშვილი”. უტიაშვილის განცხადებით სულ დაშავდა 37 ადამიანი - მათ შორის 8 პოლიციელი და ITV-ის ჟურნალისტი. დაშავებულთა შორის ერთი ქალია. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ არ იცის, ვის ეკუთვნის მანქანები და მზადაა, მათი მანქანები ექსპერტიზაზე წარადგინოს.
XS
SM
MD
LG