Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა


შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაციას დაკავებულების შესახებ მოგვიანებით გაავრცელებენ. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით დაკავებულია ნინო ბურჯანაძის პირადი დაცვის სრული შემადგენლობა. ვერ დგინდება ზაზა პაპუაშვილის, გია ბურჯანაძის, ირაკლი ბათიაშვილის, გოგი ქავთავარძის, დიმა ჯაიანის, ლუკა კურტანიძე და წუხანდელი აქციის სხვა მონაწილეთა ადგილსამყოფელი. ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს. დაკავებულთა შორის არ არის არც ბადრი ბიწაძე, თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
XS
SM
MD
LG