Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბასმა მწუხარება გამოთქვა თბილისში ორი ადამიანის დაღუპვის გამო


თბილისში ორი ადამიანის დაღუპვის გამო დღეს მწუხარება გამოთქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა. განვითარებული მოვლენების შეფასებისას ბასმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის ხელისუფლების შეთავაზება, რომ რუსთაველის გამზირის ნაცვლად აქცია სხვა ადგილას გაეგრძელებინათ დადებითი ნაბიჯი იყო. ამასთან, ელჩმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ”ცნობებით იმის შესახებ, რომ აქციის დაშლის შემდეგ შესაძლოა, იყო ძალის გადამეტება ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან.” ჯონ ბასი მნიშვნელოვანდ მიიჩნევს იმას, რომ ხელისუფლებამ მსგავსი ინფორმაცია სრულყოფილად გამოიძიოს და თუ ცალკეული სამართალდამცავების მოქმედება კანონს ეწინააღმდეგებოდა, ისინი უნდა დაისაჯონ ადმინისტრაციული, თუ სისხლის სამართლის წესით. აშშ-ის ელჩის შეფასებით, თავად აქციის ზოგიერთი მონაწილე არ იყო დაინტერესებული მშვიდობიანი პროტესტით და ხელისუფლებასთან დაპირისპირებას ძალადობის პროვოცირებით ცდილობდა. ჯონ ბასის განცხადებით, ძალადობა არ არის გამოსავალი დასაძლევად იმ გამოწვევებისა, რომელიც საზოგადოების წინაშე არსებობს.
XS
SM
MD
LG