Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ის მტკიცებით, მზადდებოდა მასობრივი არეულობა


საქართველოს შსს-მ დღეს განაცხადა, რომ ფლობს მტკიცებულებებს, რომლის თანახმად, საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა ნაწილი განიხილავდა მასობრივი არეულობის და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას. სამინისტრომ გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც მისივე განმარტებით ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის ანზორ ბიწაძის საუბარს ასახავს. ჩანაწერში მოხსენიებულია სამოქალაქო ომი, ეგვიპტის ვარიანტი, რუსეთი და მისი სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმი. ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძე სამართალდამცავებმა გამთენიისას დააკავეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში და მოგვიანებით გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG