Accessibility links

logo-print

"ჰუმან რაიტს უოჩი": "ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენება"


„ჰიუმან რაიტს უოჩი“ გამოვიდა მოწოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატაროს „ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენების ფაქტების დაუყოვნებლივი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება.“ „იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თბილისის დემონსტრაცია არ იყო ავტორიზებული, ვერაფერი გაამართლებს უმეტესწილად მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეთა ცემას,“ განაცხადა „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ევოპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ რეიჩელ დენბერმა. „პოლიციელები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემონსტრანტების ცემისთვის, უნდა დაისაჯონ,“ თქვა მან. დენბერის აზრით, ხელისუფლება სწორად მოიქცა, როცა ორგანიზატორებს სხვა ტერიტორია შესთავაზა საპროტესტო აქციის ჩატარებისთვის. მაგრამ, მისი სიტყვებით, პოლიციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცემა დემონსტრანტები, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
XS
SM
MD
LG