Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი პაკისტანში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ისლამაბადში ჩავიდა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე. ვაშინგტონი დაინტერესდა როგორ ახერხებდა ალ-ყაიდის ლიდერი ხანგრძლივად ისლამაბადიდან არცთუ ისე შორს ცხოვრებას. პაკისტანი მიესალმა ბინ ლადენის ლიკვიდაციას, თუმცა გააკრიტიკა ვაშინგტონი მის ტერიტორიაზე საიდუმლო ოპერაციის ჩატარების გამო. მოელიან, რომ ამ ვიზიტისას ჰილარი კლინტონი გაერთიანებული შტაბების უფროს მაიკ მალენთან ერთად პაკისტანის ხელისუფლებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG