Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ლიბიაში ნატოს გეგმებზე აცხადებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საფრანგეთში მიმდინარე ”დიდი რვიანის” სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ და საფრანგეთი თანხმდებიან ლიბიაში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციის კრიზისის ამოწურვამდე გაგრძელებაზე: ”ჩვენ ვთანხმდებით, რომ ლიბიის კამპანიაში პროგრესი არის, მაგრამ გაეროს მანდატი მოქალაქეების დაცვის შესახებ ვერ შესრულდება, ვიდრე კადაფი ლიბიაში რჩება და ლიბიის ხალხის წინააღმდეგ აგრესიისთვის თავის ძალებს მიმართავს. ჩვენ ვთანხმდებით საქმის ბოლომდე მიყვანაზე”. ბარაკ ობამამ და ნიკოლა სარკოზიმ კიდევ ერთხელ მოუწოდეს მუამარ კადაფის ხელისუფლების დატოვებისკენ.
XS
SM
MD
LG