Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს წარმომადგენელი შეშფოთებულია საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობით


მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, დუნია მიატოვიჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს ისეთი გარემო, რომელშიც ჟურნალისტები ყველა სიტუაციაში შეძლებდნენ პროფესიული მოვალეობების შესრულებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძისთვის გაგზავნილ წერილში მიატოვიჩი გამოხატავს შეშფოთებას ცნობების გამო, რომ პოლიციამ ძალადობას მიმართა ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც 26 მაისს ოპოზიციის მიტინგის დაშლას აშუქებდნენ. „მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ჩანდა - ეს პირები პრესას წარმოადგენდნენ - პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სულ მცირე 10 ქართველ და უცხოელ ჟურნალისტს. რამდენიმე დაკითხვის მიზნით დააკავეს, სხვებს პრესის საიდენტიფიკაციო ბარათები ჩამოართვეს, დაუზიანეს ან ჩამოართვეს აპარატურა“. ეუთოს წარმომადგენელი „შემაშფოთებელ ფაქტს“ უწოდებს იმას, რომ პოლიცია ძალას იყენებს, აკავებს და დაკითხვას უწყობს პროფესიულ საქმიანობაში ჩართულ ჟურნალსიტებს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჟურნალისტების საქმიანობა არ უნდა შეზღუდონ - პირიქით, მათ ისინი უნდა დაიცვან და მედიას თავისუფლად მუშაობის საშუალება უნდა მისცენ, უსაფრთხო გარემოში.
XS
SM
MD
LG