Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ბათიაშვილის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება


„სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის სახელი არ არის შეტანილი იმ 105-კაციან სიაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარასკევს, გვიან საღამოს გამოაქვეყნა და რომელშიც 26 მაისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დარბევისას დაკავებული პირები არიან ჩამოთვლილი. რადიო თავისუფლებას ბათიაშვილის შვილმა, ირინამ განუცხადა, რომ მამამისი და მისი ბიძა, თამაზ ფანჩილიძე დაკავებულები და სასტიკად ნაცემები არიან. ”ვიცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, აწამებენ და გამოვიდა ინფორმაცია, რომ ირაკლის ლიკვიდაცია უნდათ”, - აცხადებს ირინა ბათიაშვილი. თუმცა ბათიაშვილის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ”ჩვენ არ დაგვიკავებია ირაკლი ბათიაშვილი, არც დაგვიკითხავს და მის შეახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.
XS
SM
MD
LG