Accessibility links

logo-print

საია: ადვოკატებმა რამდენიმე გაუჩინარებულ პირს მიაგნეს


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მათი ორგანიზაციის თელავის ოფისის ადვოკატებმა ქალაქის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი აქციის მონაწილეები მოინახულეს. საიას თანახმად, იზოლატორში არსებული ვითარება „უმძიმესია და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს“. განცხადების თანახმად, ადვოკატები და პატიმრები იუწყებიან, რომ სამი პატიმარი სასტიკად არის ნაცემი - მათ შორის ერთი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში სცემეს, დაკავების შემდეგ. ასევე ნათქვამია, რომ დაკავებული პირებისთვის ხელმიუწვდომელია სამედიცინო მომსახურება და რომ „2 დღეა იზოლატორში მყოფ პირებს არ მიეწოდებათ საკვები“. საიას შეფასებით, „დაკავებული პირების მიმართ ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას“. ასოციაცია მოითხოვს, იზოლატორის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების და საკვების მიწოდება, „პატიმრების სიცოცხლისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნების“ დაცვის მიზნით.
XS
SM
MD
LG