Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იტყობინებიან, ნაპოვნია საპროტესტო აქციაზე დაღუპული ნიკა კვინტრაძის გვამი


როგორც ჟურნალი „ლიბერალი“ იტყობინება, ასათიანის ქუჩაზე, ქალაქის მთავარ პროზექტურაში მიიტანეს, მეგობრების განცხადებით, საპროტესტო აქციაზე მყოფი ნიკა კვინტრაძის ცხედარი. ამ ინფორმაციის თანახმად, ახლობლებმა ცხედარი ამოიცნეს. „ლიბერალისავე“ ცნობით, გარდაცვლილის მეგობარი რეზო რეხვიაშვილი იტყობინება, რომ აქციის დაშლისას მას და ნიკა კვინტრაძეს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმთან შეტაკება მოუხდათ. „ბოლოს როდესაც ვნახე ნიკა, დავინახე რომ სპეცრაზმელები ხელკეტებსა და წიხლებს ურტყამდნენ. მეც იგივე დღეში ვიყავი", - აცხადებს რეზო რეხვიაშვილი. რეხვიაშვილის თქმით, ამის შემდეგ მას ნიკა კვინტრაძე აღარ უნახავს.
XS
SM
MD
LG