Accessibility links

logo-print

კახა კალაძე აქციის დაშლას „სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციას“ უწოდებს


"საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, ღამით მოხდა შემზარავი ტრაგედია, სამართალდამცავთა მიერ სასტიკად იქნა დარბეული მშვიდობიანი მიტინგის მონაწილენი, ასაკისა და სქესის განურჩევლად დაუნდობლად, უმოწყალოდ ცემეს აქციის თითქმის ყველა მონაწილე. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, ასევე სახალხო დამცველის მიერ აღიარებულ იქნა, რომ პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა", - ნათქვამია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის განცხადებაში, რომელიც ფეხბურთელის მიერ დაფუძნებული კომპანიის, "კალა კაპიტალის", პრესსამსახურმა გაავრცელა. კახა კალაძე „სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციას“ უწოდებს 26 მაისის შუაღამით ანტისამთავრობო აქციის დაშლას და მიმართავს საქართველოს მეგობარ ქვეყანათა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა „ყველა საშუალებით დააყენონ საქართველოს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას საკითხი, რათა გამოიძიონ ობიექტურად 26 მაისის ტრაგედიის დამნაშავეთა ვინაობა და ხელი შეუშალონ მასობრივ რეპრესიებს, რაც საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს აშკარად ჩრდილს აყენებს“, - ნათქვამია კახა კალაძის მიმართვაში.
XS
SM
MD
LG