Accessibility links

ოპოზიციური პარტიები 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან


"ახალი მემარჯვენეები" 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. "მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ კომისია სახალხო დამცველთან უნდა შეიქმნას. ამის შესახებ ცნობილი "ახალი მემარჯვენეების" ოფისში მიმდინარე ოპოზიციური "რვიანისა" და საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, უნდა დადგინდეს, თუ რატომ გადაიზარდა აქციის დაშლა სადამსჯელო ღონისძიებაში და ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება - პრეზიდენტმა თუ შსს-ს რომელიმე თანამდებობის პირმა. "სააკაშვილის სისასტიკის ხარისხს წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ნორმალურ ვითარებაში მოეხდინა დემონსტრაციის დაშლა, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან გასცა ბრძანება არ გაეშვათ იქიდან არც ერთი დაუსჯელი მამაკაცი. ეს არის გაუგონარი სისასტიკე", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
XS
SM
MD
LG