Accessibility links

logo-print

ხელისუფლებას მოუწოდებენ 26 მაისის მოვლენების გამოძიებისკენ


საპროტესტო აქციის დაშლა

საპროტესტო აქციის დაშლა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა საქართველოს გამოიძიოს 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლისას განვითარებული მოვლენები, რასაც სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეთა მისწრაფებების მშვიდობიანად გამოხატვის უფლებებს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, პატივი უნდა სცენ. და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიძიოს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტები, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა,“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა 27 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას სთხოვეს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე გაეკეთებინა კომენტარი.

ბრიტანელმა მინისტრმა ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „სრულყოფილად“ გამოიძიოს 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლისას განვითარებული მოვლენები, რასაც სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“მე დამამწუხრა იმის გაგონებამ, რომ თბილისის ქუჩებში ძალადობას ჰქონდა ადგილი,“ – აღნიშნა მინისტმა 27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. „იმ დროს, როდესაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს ადგილი სამართლებრივი პროტესტისთვის და დემონსტრაციებისთვის, არ შეიძლება არსებობდეს ადგილი ძალადობისთვის“. „ვიმედოვნებ, რომ ყველა უარს იტყვის ასეთ ქმედებებზე. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას სრულყოფილად გამოიძიოს ბოლო 24 საათის მანძილზე განვითარებული მოვლენები,“ – განაცხადა ლიდინგტონმა.

ოპოზიციური პარტიები კი 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. "ახალი მემარჯვენეები" 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

"მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ კომისია სახალხო დამცველთან უნდა შეიქმნას. ამის შესახებ ცნობილი "ახალი მემარჯვენეების" ოფისში მიმდინარე ოპოზიციური "რვიანისა" და საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, უნდა დადგინდეს, თუ რატომ გადაიზარდა აქციის დაშლა სადამსჯელო ღონისძიებაში და ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება - პრეზიდენტმა თუ შსს-ს რომელიმე თანამდებობის პირმა.

"სააკაშვილის სისასტიკის ხარისხს წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ნორმალურ ვითარებაში მოეხდინა დემონსტრაციის დაშლა, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან გასცა ბრძანება არ გაეშვათ იქიდან არც ერთი დაუსჯელი მამაკაცი. ეს არის გაუგონარი სისასტიკე", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
XS
SM
MD
LG