Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა პოლონეთის პრეზიდენტს ხვდება


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის ხვდება. პოლონეთში ვიზიტით ბარაკ ობამა დაასრულეს ოთხდღიან ევროპულ ტურნეს. ობამასა და კომოროვსკის შეხვედრის მთავარი საკითხებია დემოკრატია და უსაფრთხოება. კერძოდ, განიხილება პოლონეთში ამერიკული წარმოების ფ-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების განლაგება და პოლონეთის შესაძლო როლი ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო უსაფრთხოების პროექტში. ორი ქვეყნის ლიდერები იმსჯელებენ ასევე ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. პოლონეთი ფლობს ფიქალის გაზის მნიშვნელოვან მარაგს, რაც ქვეყნისათვის საკმარისი უნდა იყოს 300 წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG