Accessibility links

logo-print

რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს გეების აღლუმზე მოსკოვში


ძალადობას ჰქონდა ადგილი მოსკოვში, კრემლის შორიახლოს, სადაც რელიგიურმა ჯგუფმა გეების უფლებების დამცველთა მსვლელობა დაარბიეს. რამდენიმე ათეული ადამიანი კი დააკავეს. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ დროშები ცისარტყელას გამოსახულებითა და ლოზუნგები - „რუსეთი არ არის ირანი.“ მათზე თავდასხმა კი განახორციელეს ულტრარადიკალურ მართლმადიდებელთა ჯგუფებმა. ადგილზე მოგვიანებით მოვიდა პოლიციის სპეცრაზმი, რომელმაც აქტივისტები და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები დააკავა. დაპატიმრებულები დაყარეს მიწაზე და შემდეგ დაჯავშნილი ავტომანქანით გადაიყვანეს პოლიციის ქვეგანყოფილებებში.
XS
SM
MD
LG