Accessibility links

logo-print

აფეთქებამ პაკისტანში 5 ადამიანი იმსხვერპლა


ხუთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა ჩრდილეოთ პაკისტანის ერთ-ერთ ბაზრობაზე, რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი მმართველის ისრარ კარანის თქმით, თავდასხმა ბაჯურის საკონტროლო რეგიონის სალარზაის რაიონში მოხდა. დაღუპულთა შორის უხუცესთა ორი წარმომადგენელია. თალიბანი ადრეც არაერთხელ მიმართავდა თავდასხმებს უხუცესებზე, რომლებიც ექსტრემისტების წინააღმდეგ სახალხო ლაშქრის ორგანიზებას უზრუნველყოფდნენ. თუმცა სალარზაის რესტორანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას.
XS
SM
MD
LG