Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმხილველი ამტკიცებს, რომ ნოდარ ცხადაძე პოლიციელებმა ცემით მოკლეს


"ლეიბორისტული პარტიის" წევრი, კარენ არუთინიანი ამტკიცებს, რომ 26 მაისს დაღუპული ნოდარ ცხადაზე პოლიციელებმა ცემით მოკლეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ლეიბორისტული პარტიიდან" აცნობეს. "იმ ღამით მე, ბატონი ნოდარი და კიდევ სამი ადამიანი ერთად დაგვყარეს სპეცრაზმელებმა მიწაზე, ჯერ ხელებზე ბორკილები დაგვადეს, მერე კი უმოწყალოდ გვცემეს. ბატონი ნოდარი ეხვეწებოდა, რომ მისი გული ვერ გაუძლებდა, თუმცა ამის შემდეგ მათ უფრო მხეცურად და გამეტებით ურტყეს მომაკვდავ ადამიანს. სასწრაფოს მოსვლამდე იგი უკვე გარდაცვლილი იყო", – განაცხადა კარენ არუთინიანმა. შს სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ცხადაძე ბიწაძე-ბურჯანაძის ესკორტმა იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG