Accessibility links

ლატვიის პრეზიდენტი სეიმის დათხოვნას აპირებს


ლატვიის პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა გამოიყენა სახელმწიფოს მეთაურის უფლება და პარლამენტის დათხოვნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ზატლერსმა შაბათს, 28 მაისს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტმა რიგი დეპუტატები სიყალბესა და ოლიგარქების ინტერესების მომსახურებაში დაადანაშაულა. ზატლერსის თქმით, მას მობეზრდა, რომ ლატვიელთა ქონება ილექება „ოფშორებში“, პოლიტიკოსთა ნაწილი და ოლიგარქები კი ქვეყნის რესურსებს პირადი გამდიდრებისათვის იყენებენ.
XS
SM
MD
LG