Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობას ანქვაბი შეასრულებს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობას სამი თვის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს, - ამის შესახებ დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ განაცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში სამი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის ინფორმაციით, დღეს აფხაზეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც შეიქმნება სერგეი ბაგაფშის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია. თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში 62 წლის ასაკში, მოსკოვში დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა. მას ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ. ორშაბათს კი ბაგაფშის სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვში გაიმართება. თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ ანქვაბის განცხადებით, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს აფხაზეთში გლოვის დღეები გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG