Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართება


დღეს სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართება. საზოგადოების წარმომადგენლები 15:00 საათზე, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან. სოლიდარობის ფართომასშტაბიანი აქცია გუშინაც გაიმართა. რუსთაველის ძეგლთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, მოგვიანებით პარლამენტისკენ გადაინაცვლეს. აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "წინააღმდეგობის მოძრაობის" ინიციატივით შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭოც შეიქმნას. გუშინდელი აქცია ისე დასრულდა, რომ პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.
XS
SM
MD
LG