Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია ლოკჰიდ მარტინზე კიბერ-შეტევა განხორციელდა


გავრცელებული ინფორმაციით, მძლავრი კიბერ-შეტევა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს კომპანია ლოკჰიდ მარტინის საინფორმაციო ქსელზე. კომპანიის ოფიციალური განცხადებაში შეტევა დახასიათებულია, როგორც „საკმაოდ მნიშვნელოვანი“, თუმცა ნათქვამია ისიც, რომ თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს ვერც „კლიენტების, ვერც პროგრამისა და ვერც თანაშრომლების პერსონალურ მონაცემებში შეღწევა.“ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლოკჰიდ მარტინთან ერთად მუშაობენ, რათა გამოიძიონ შეტევა. თუმცა ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია, შეტევის წარმომავლობის შესახებ. ლოკჰიდ მარტინი მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ექსპორტიორია, რომელიც ფ-16, ფ-22 და ფ-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებსა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს.
XS
SM
MD
LG