Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ავიაციამ ავღანეთში მშვიდობიანი ადამიანები დახოცა


14 ქალი და ბავშვი დაიღუპა, ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ნატოს ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ქვეყნის სამხრეთში. შეტევა მოხდა ჰელმანდის პროვინციის ნავზადის რაიონში შაბათ დღეს, განაცხადა პროვინციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დავუდ აჰმადიმ. მისივე თქმით, დაღუპულთა შორის 12 ბავშვია - შვიდი ბიჭი და ხუთი გოგონა. ნატოს ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაიორმა ტიმ ჯეიმსმა განაცხადა, რომ ალიანსი სწავლობს ამ ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG