Accessibility links

logo-print

სირიის ორი ქალაქი ტანკების ალყაშია


სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, ტანკებმა ალყა შემოარტყეს ორ ქალაქს, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. სირიაში 10 კვირაა გრძელდება ძალადობა. აქტივისტებმა ანონიმურობის დაცვით დღეს განაცხადეს, რომ სირიის უსაფრთხოების ძალებმა ცენტრალური ჰომსის პროვინციის ორი ქალაქს, რასტანსა და თალბისეჰს, შეუტიეს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ქვეყანაში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა მარტიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ ბაშარ ასადის ჩამოგდებას.
XS
SM
MD
LG