Accessibility links

logo-print

აფხაზეთში პოლიტიკური ვითარება არსებითად არ შეიცვლება


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის გარდაცვალება და მისი შემცვლელის არჩევა პოლიტიკურ ვითარებას არ შეცვლის, - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და სიტუაციას საოკუპაციო ძალები მართავენ, რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა ურთიერთობა ექნება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ახალ, ე.წ. პრეზიდენტთან, თუმცა ვითარება არსებითად არ იცვლება. რაც შეეხება არჩევნებს, რომელიც სამი თვის განმავლობაში უნდა გაიმართოს, ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს არჩევნები არალეგიტიმურია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG