Accessibility links

მოსკოვში გაიმართა სერგეი ბაგაფშის სამოქალაქო პანაშვიდი


სერგეი ბაგაფშის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების კულტურის ცენტრის შენობაში. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. დღესვე სერგეი ბაგაფშს სოხუმში გადაასვენებენ და 2 ივნისს დაკრძალავენ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, ხვალ აფხაზეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაგაფში 29 მაისს გარდაიცვალა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც რამდენიმე დღით ადრე გაუკეთეს ფილტვის ემფიზემის ოპერაცია.
XS
SM
MD
LG