Accessibility links

logo-print

შსს-მ გაავრცელა ყინწვისში დაკავებულთა ნაწილის აღიარებითი ჩვენებები და სატელეფონო საუბრები


საქართველოს შსს-მ დღეს განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა 26 მაისს, ყინწვისში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფების 24 წევრი. სამინისტრო ”დაკავებულების ჩვენებებიდან” გამომდინარე იუწყება, რომ ”მათ ხელმძღვანელობდა საქართველოს შსს-ს ყოფილი მინისტრი, ”მხედრიონის” ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი, რომელიც ამ დროისთვის იმყოფება რუსეთის ფედერაციაში.” სამინისტროს განცხადებითვე, ჯგუფის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა. დღესვე შსს-მ გაავრცელა მასალა, რომელიც მისივე განმარტებით, ასახავს დაკავებულთა ნაწილის აღიარებასა და სატელეფონო საუბრებს.
XS
SM
MD
LG