Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თვითმკვლელმა იტალიის ბაზაზე მიიტანა იერიში


დასავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერათში, იტალიის სამხედრო ბაზის შესასვლელთან დღეს თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული მანქანა ააფეთქა. პარალელურად, მეორე აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ გზაჯვარედინზე. ავღანეთის პოლიციის ცნობით, დაიღუპა ერთი პოლიციელი და სამი სამოქალაქო პირი. იტალიის თავდაცვის მინისტრის, იგნაზიო ლა რუსას განცხადებით, სამხედრო ბაზაზე იერიშის შედეგად დაიჭრა ხუთი იტალიელი ჯარისკაცი, მათ შორის ერთი - მძიმედ. ავღანეთის სამხრეთში, ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალების განცხადებით, ავღანეთის არმიის ფორმაში ჩაცმულმა კაცმა მისი ერთი სამხედრო მოკლა.
XS
SM
MD
LG