Accessibility links

logo-print

ადვოკატი: მლადიჩი სასამართლომდე ვერ იცოცხლებს


ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რატკო მლადიჩის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი ვერ გაატანს სასამართლომდე, სადაც ის გენოციდის და სამხედრო დანაშაულების ბრალდებით უნდა წარსდგეს. ადვოკატი მილოშ სალიჩი ითხოვს, 69 წლის მლადიჩი ექიმების ჯგუფმა გასინჯოს. მლადიჩს ბრალი ედება სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მოწყობაში - რასაც 8,000 მუსულმანი კაცი და ბიჭი შეეწირა და 1992-1995 წლების ბოსნიის ომის დროს ჩადენილ სხვა დანაშაულებში. ის სერბიაში გასულ კვირაში დააკავეს, 16 წლის განმავლობაში მიმალვაში ყოფნის შემდეგ და ახლა მისი ჰააგაში ექსტრადიცია იგეგმება.
XS
SM
MD
LG