Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიაში ძალადობა „შოკისმომგვრელია“


აქტივისტების განცხადებით, სირიის არმიამ დღეს ცენტრალურ რეგიონში მდებარე ჰომსის პროვინცია დაბომბა - რასაც მსხვერპლი მოჰყვა. საჰაერო იერიში ანტი-სამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ რეპრესიების ნაწილია. გავრცელებული ცნობებით, ჭურვები აფეთქდა ქალაქ ტაბლისეჰში, სადაც მეჩეთების სახურავებზე სნაიპერებიც იყვნენ განთავსებული. ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს უმაღლესი კომისრის, ნეივი პილაის შეფასებით, სირიაში ანტი-სამთავრობო ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკის და რეპრესიების მასშტაბი „შოკისმომგვრელია“. უფლებადამცველების თქმით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მარტში დაწყებული ამბოხების შემდეგ ქვეყანაში 1,000-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, 10,000 კი დააპატიმრეს. სირიის მთავრობა აცხადებს, რომ უშიშროების ძალების და პოლიციის 143 წევრია დახოცილი.
XS
SM
MD
LG