Accessibility links

logo-print

პოლიციამ "ჯი-ენ-ესის” ჟურნალისტის დაპატიმრება სცადა


ჟურნალისტი ზვიად თხელიძე

ჟურნალისტი ზვიად თხელიძე

30 მაისს პოლიციამ საცხოვრებელ სახლთან დააკავა და თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე წაიყვანა სტუდია „ჯი-ენ-ესის” ჟურნალისტი ზვიად თხელიძე, რომლის დაკავების მიზეზი გახდა მისი გვარისა და პირადი მონაცემების აღმოჩენა სახალხო კრების „შეფიცულთა რაზმის“ სიაში. ჟურნალისტი მალევე გაათავისუფლეს მისი კოლეგების, სტუდია „ჯი-ენ-ესის” ჟურნალისტების მიერ ატეხილი ხმაურის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ზვიად თხელიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მას უეჭველად დააპატიმრებდნენ მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ რაზმის წევრი არ ყოფილა. „გამომძიებლებმა მაჩვენეს შეფიცულთა სია და მითხრეს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ სიაშია, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეა“, - აცხადებს ზვიად თხელიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ სიის მიხედვით ადამიანების დაკავებას საქართველოს პოლიცია ახლაც აგრძელებს.
XS
SM
MD
LG