Accessibility links

logo-print

რატკო მლადიჩმა ქალიშვილის საფლავი მოინახულა


რატკო მლადიჩი პოლიციის თანხლებით ბელგრადის სასაფლაოზე თავისი ქალიშვილის საფლავზე მივიდა. სერბეთის საომარ დანაშაულთა პროკურორის მოადგილემ ბრუნო ვეკარიჩმა განაცხადა, რომ მლადიჩი მოგვიანებით საკანში დააბრუნეს. შეგახსენებთ, რატკო მლადიჩი ხუთშაბათს დააკავეს ბელგრადის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში. დღეს მოსამართლეთა სამკაციანი კოლეგია მლადიჩის სარჩელს განიხილავს, რომელიც გაეროს საომარ დანაშაულთა ტრიბუნალისთვის მლადიჩის გადაცემას ეწინააღმდეგება. ტრიბუნალი მლადიჩს 1992-1995 წლებში გენოციდში, საომარ დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს. მლადიჩმა ადრე მოითხოვა მოენახულებინა ქალიშვილის საფლავი, რომელმაც 1994 წელს თავი მოიკლა.
XS
SM
MD
LG