Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში ავტომობილების წარმოება რეკორდულად დაეცა


იაპონიის ავტოწარმოება აპრილში რეკორდულად - 60%-ზე მეტით შემცირდა. იაპონიის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს, რომ გასული წლის აპრილთან შედარებით მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების, აგრეთვე ავტობუსების წარმოება ქვეყანაში 60,1%-ით დაეცა. რაც ეხება ავტომობილების ექსპორტს, ის 67,8%-ით შემცირდა. ავტონაწილების მწარმოებელი ბევრი ობიექტი იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში მდებარეობს. ავტომწარმოებლები არ მოელიან, რომ წლის დასასრულამდე შეძლებენ სტიქიამდელი პერიოდის წარმოების დონის მიღწევას.
XS
SM
MD
LG